Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განცხადება საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისთვის საყურადღებოდ!!!

    გაცნობებთ, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი იწყებს განცხადებების მიღებას საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისგან. 
განაცხადების მიღების ვადა იწურება 2024 წლის  4 ივლისს 18:00 საათზე.
განაცხადის შემოტანა შეუძლია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის და სამართალმცოდნეობის მიმართულებების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტს, რომელსაც სტუდენტის სტატუსი ექნება 2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრებში.
საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილე სტუდენტისთვის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ გავლილი ჰქონდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის კურსი და ფლობდეს ინგლისურ ენას არანაკლებ B2 დონეზე (თანაბრად სავალდებულოა მაღალი დონის წერითი და ზეპირი კომპეტენციები).
2024 წლის 6 ივლისს ჩატარდება შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოკითხვა.  განმცხადებლები დამატებით მიიღებენ ინფორმაციას გამოკითხვის ადგილისა და დროის შესახებ.შევსებული განცხადება (PDF ფორმატში) უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ili@tsu.ge,  აუცილებლად მიუთითეთ საგანში: საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესი.
 

თარიღი: 28/06/2024